ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება
- CLI

- May 27, 2018
- 1 min read
აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ეკონომიკური სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო გადაცემა,,ობიექტივის დილაში" ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის შესაფასებლად.
ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით, სამწუხაროდ, არაერთი ეკონომიკური სექტორიმიძინებულია, თავად საზოგადოების იმ ნაწილის ყურადღებაც კი მოდუნებულია, რომელიცდაინტერესებულია კონკრეტული მიმართულებით კეთილდღეობის გაუმჯობესებით, რაცგამოწვეულია უმოქმედობით და აქამდე გამართული დისკუსიების უშედეგობით. სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წილი უჭირავს საბანკო სექტორს, რომელსაც უკვე დაკანონებული აქვსარაპროფილური აქტივები. შედეგად, ბანკებს აქვთ ინტერესი ბიზნესის მოძლიერებულმიმართულებებში, ხოლო იმ სექტორების პრობლემები, სადაც ჯერ კიდევ თავისუფალია ბიზნესი, არარის სათანადოდ გამოკვლეული და სახემწიფო ცდილობს მათ საკაკნონმდებლო რეგულაციას ისე,რომ ამ რეგულაციების სუბიექტების ინტერესები არ არის გათვალისწინებული.
მართალია, გაზრდილია სოფლის მეურნეობის კუთხით ჩართულობა და ინვესტორების ინტერესი, რაც იგრძნობა კიდეც ქალაქიდან გასვლისთანავე, თუმცა სხვა სფეროები, რომლებიც არანაკლებმნიშვნელოვანია, როგორიცაა ინდუსტრია, მცირე ბიზნესი, სერვისული განვითარება,საკონსტრუქციო განივითარება და სხვა დატოვებულია ყურადღების მიღმა.
აკაკი ჩარგეიშვილმა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე ისაუბრასაფინანსო კომპანია საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ დასანანია,რომ არაერთი ფატალური შემთხვევისა და პრობლემის იდენტიფიცირებიდან საკმაო დროისგასვლის მიუხედავად სახელისუფლებო ორგანოები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას აღნიშნულისაკითხის მიმართ, რის გამოც ეს პროცესები უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ჯერ კიდევგაურკვეველი რაოდენობის დაზარალებული ელოდება საკითხის გადაწყევტას გაჭირვებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:


