top of page

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი და მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

  • Writer: CLI
    CLI
  • Mar 22, 2020
  • 7 min read

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი

და

მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

ავტორი

შალვა ბუავა

შესავალი

COVID-19 იგივე კორონა ვირუსი, მსოფლიო გამოწვევად იქცა და შესაბამისად უამრავი მტკივნეულიშედეგი გამოიწვია თითოეული ქვეყნისთვის და ადამიანისთვის. მან დარტყმა მიაყენა არამარტოადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკას, ბიზნესს და ზოგადად ადამიანისუფლებებს რამაც უმნიშვნელოვანესი  სამართლებრივი შედეგები გამოიწვია.

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ, ისეთ მოცემულობაში სადაც ყოველდღიურად გარკვეულვალდებულებებს ვიღებთ ჩვენს თავზე, ამის დასტურად ვაფორმებთ სხვადასხვა ტიპისხელშეკრულებას ბიზნესპარტნიორებთან, დამსაქმებლებთან და სხვადასხვა პირთან, გარკვეულისამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა და დარეგულირების მიზნით. 

იმ ფონზე, როდესაც COVID-19 მძვინვარებს მსოფლიოში და ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთარიცხვი, უფრო მკაცრდება რეგულაციები სახელმწიფოების მხრიდან. ჩაიკეტა საჰაერო დასახმელეთო საზღვრები, დაიკეტა კაფე-ბარები, რესტორნები, საჯარო და კერძო დაწესებულებები,გაიზარდა ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე,  საწვავზე, გაუფასურდა ლარი დოლართანმიმართებით, რაც დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე სამართლებრივ საკითხებთან.

გარდა იმისა, რომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, დავიმუშავოთ სპეციალური  სადეზინფექციოხსნარებით, დავიცვათ მკაცრად თვითიზოლაციის წესები და მოვუფრთხილდეთ საკუთარ დასხვების ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია გავიგოთ რა ბედი ეწევა ჩვენ მიერ ნაკისრვალდებულებებს, ჩვენს უფლებებს, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს, რამდენადგვეზღუდება იგი, რამდენად სწორად გვეზღუდება, რა ალტერნატივები არსებობს და საერთოდროგორ შეიძლება მოვიქცეთ მოცემულ სიტუაციაში.

ფორს-მაჟორი

კარგი იქნება თუ საუბარს დავიწყებთ, ფორსმაჟორის განხილვით და  იმის გაანალიზებით,რამდენად შეგვიძლია დღევანელი რეალობა მოვათავსოთ ფორსმაჟორულ ჩარჩოებში. ამისათვისპირველრიგში საჭიროა განიმარტოს მისი დეფინიცია და ის შემთხვევები, რომლებსაც მოიცავსფორსმაჟორი. თუმცა სანამ განმარტებაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომფორს-მაჟორის საკანონმდებლო დონეზე განმარტება არ გვაქვს. შესაბამისად, „ფორს-მაჟორულიგარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიურიუბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები,ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები,საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა(ემბარგო) და სხვა“.  წინამდებარედეფინიციიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ფორს-მაჟორულ გარემოებად მიჩნეულია ეპიდემია.გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გვაქვს ეპიდემიური მოვლენები, შეზღუდულია გარკვეულიორგანიზაციების ფუნქციონირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერებულია და ამშეზღუდვებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვსფორს-მაჟორული ვითარება. თუმცა, ეს არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს აბსოლუტურად ყველაშემთხვევაზე ვრცელდება და ვალდებულებების შესრულებისგან თავი უნდა შევიკავოთ ან ბოროტადგამოვიყენოთ არსებული ვითარება ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ვალდებულების შესრულებისას დაუძლეველი ძალის (იგივეფორს-მაჟორი) ეფექტი განხილულ უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და თუ ის პირდაპირმიზეზობრივ კავშირშია ვალდებულების შესრულებასთან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდეს მისიშეფასება, როგორც ფორს-მაჟორი. ასევე უმნიშვნელოვანესია გავაცნობიეროთ, რომ ყოველივე ესგამორიცხავს თვითშეფასების საშუალებას. იმისათვის, რომ კონკრეტული ვალდებულებისშეუსრულებლობის მიზეზად დასახელდეს დაუძლეველი ძალა, რომელიც სცდება ადამიანის მიერკონტროლირებად სიტუაციას, და მას ჰქონდეს იურიდიული ძალა და მნიშვნელობა, აუცილებელიამისი შეფასება მივანდოთ შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიერ გაცემულდოკუმენტს გააჩნია იურუდიული ძალა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სასამართლოში დავისწარმოშობის შემთხვევაში.

შრომითი ურთიერთობების ბედი არსებულ სიტუაციაში

ავადსახსენებლი მძვინვარე ეპიდემიის დროს დასაქმებულთა უმეტესობა სახლში გაუშვეს, თუმცამათთვის უცნობია რა ვადით. ზოგიერთი მათგანი მივლენილია სახლში დისტანციურად სამუშაოდთუ კი კონკრეტული ბინესი და მათი პროდუქტი/სერვისი იძლევა ამის საშუალებას, ზოგიერთი თვლისრომ არ იცის რა ბედი ეწევა მის სამსახურს და დაბრუნდება თუ არა. ასევე პრობლემატურიაანაზღაურების საკითხი ასეთ ვითარებაში.

შრომის კოდექსი პირდაპირ არ არეგულირებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს შრომით ურთიერთობებში, ეს კონკრეტული საკითხი დამოკიდებულია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.მნიშვნელოვანია დადგინდეს საერთოდ არის თუ არა შეთანხმება ფორსმაჟორზე, თუ არის რამოცულობით, მოხსენიებულია თუ არა კონკრეტულად მასში ეპიდემია, პანდემია, თუ არ არისმოხსენიებული, არსებობს თუ არა ჩანაწერი იმ შინაარსით, რომელიც გულისხმობს ზოგადად ყველატიპის ფორსმაჟორს, რომელიც თუნდაც არ არის მოხსენიებული მაგრამ შესაძლოა მიჩნეულ იქნესდა საერთოდ როგორ არის ეს საკითხი დარეგულირებული მხარეთა შორის არსებულიხელშეკრულებით.

პირველ რიგში აუცილებელია გადაიხედოს შრომით ხელშეკრულება და მხარეები დასხდნენმოლაპარაკების მაგიდასთან. არსებობს რამდენიმე მიზეზი სამსახურიდან გაშვების, თუმცა ასეთვითარებაში კარგი იქნება თუ ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. კერძოდ,შესაძლებელია რომ შეჩერდეს შრომითი ხელშეკრულება რაც არ გულისხმობს სამსახურიდანგაშვებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჩერებასაც აქვსგარკვეული მიზეზები, რასაც გვთავაზობს მოქმედი შრომის კოდექსი, მაგრამ კონკრეტული მუხლიპირდაპირ არაფერს ამბობს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შრომითი ხელშეკრულების შეჩერებისშესახებ. გამოსავალი აქაც არსებობს, შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება ანაზღაურებადი ანანაზღაურების გარეშე შვებულების აღების შესახებ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარერთულია იმაზე საუბარი, რამდენად დათანხმდება დამსაქმებელი იმაზე, რომ დასაქმებულს ასეთვითარებაში მისცეს ანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნული საკითხიც ყოველ კონკრეტულშემთხვევაში შეფასებითია. შეგახსენებთ, რომ შვებულება, ეს არის დასაქმებულის უფლება და იგიფორმდება მისი მოთხოვნის შემთხვევაში. დამსაქმებელის იძულება გაფორმდეს ანაზღაურებისგარეშე შვებულება, არის კანონის უხეში დარღვევა და დასაქმებული არ არის ვალდებულიდაემორჩილოს მის მოთხოვნას. თუმცა თუ ეს იქნება განხილული, როგორც შეთავაზება კრიზისულისიტუაციის სამართავად და ექნება თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ორმხრივიშეთანხმების ხასიათი, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მხარეთა შორის კონსესუსი და არაიძულება.

შრომით ურთიერთობების შეჩერების დროს მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთსამუშაო ადგილები, თუ ამის საშუალებას იძლევა არსებული რეალობა და ბიზნესი. შესაძლოაეპიდემიურმა სიტუაციამ იმდენ ხანს გასტანოს, რომ ბიზნესს არ მისცეს ამოსუნთქვის საშუალება დაიძულებული იყოს ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეამციროს სამუშაო ძალა. ასეთ ვითარებაშიშესაძლოა თავად თანამშრომელმა გამოთქვას სურვილი გარკვეული პერიოდით იმუშავოს უფასოდ,დაეხმაროს კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდაეს დამოკიდებულია თანამშრომლის კეთილ ნებაზე, თვითშეგნებაზე, მაღალი კორპორატიულიკულტურის ქონაზე და იმ საქმის სიყვარულზე, რასაც აკეთებს კონკრეტულ კომპანიაში.  აუცილებელია, ასევე გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ეკონომიკურ-ფინანსურიმდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთ ვითარებაში ფული თითოეული ადამიანისთვისკრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ დამსაქმებელი ვალდებულია, სამსახურიდანდროებით გაშვებამდე ნამუშევარი დრო აუნაზღაუროს დასაქმებულს. გარდა ამისა მნიშვნელოვანიაიმ საკითხის განხილვა, თუ დასაქმებული ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც იძულებულს ხდის მასიმყოფებოდეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში და დამსაქმებელი მას ავალდებულებს სამსახურშიგამოცხადებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დამსაქმებელი ვალდებულია პასუხისმგებლობითმოეკიდოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ დააყენოს რისკის ქვეშ საკუთარიდა სხვისი ჯანმრთელობა. ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ დასაქმებული არისდროებით შრომის უუნარო რასაც ამტკცებს სამედიცინო დოკუმენტი, ან სულაც შესაძლოადასაქმებულს შესწევდეს უნარი იმუშაოს დისტანციურად მიუხედავად იმისა, თუ სად და როგორვითარებაში იმყოფება იგი, ამისათვის მთავარია, რომ მას ხელს უწყობდეს ჯანმრთელობისმდგომარეობა, და გარემო პირობები. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის 35 მუხლის თანახმად,დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვისმაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულიაუზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვა, აუცილებლობისშემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, მიიღოს ყველასხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთანდაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელიმკურნალობის ხარჯები.

სამოგზაურო ხელშეკრულება და მოგზაურობა

ალბათ ყველასთვის საინტერესო და ერთ-ერთი გამოწვევაა დღევანდელ დღეს მოგზაურობა, თუმცაშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრი მოგზაური/ტურისტი დაზარალდა იმით, რომ გადაიდოფრენები ან საერთოდ გაუქმდა. მსოფლიოს უმრავლესმა ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები და აღარხდება ქვეყნებს შორის მიმოსვლა.

რა ხდება ამ დროს? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ტურისტული კომპანიებისა დატურისტებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კორონა ვირუსის გავრცელების გამო, რაც შესაძლოამიჩნეულ იქნეს ფორსმაჟორულ გარემოებად.

იმისათვის, რომ კონკრეტული სიტუაციები შეფასდეს, აუცილებელია გაიმიჯნოს ტურისტსგაფორმებული ჰქონდა მოგზაურობის ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომელმაცდაგეგმა მოგზაურობა და აწვდიდა შესაბამის სერვისს, თუ თავად ჰქონდა დაგეგმილი კონკრეტულიმარშრუტი.

სამოქალქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ტურიზმის ხელშეკრულებითმოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს)შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებულიანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის“.  გარდა ამისა მოგზაურობის მომწყობი ასევევალდებულია ტურისტს მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ სწორი და უტყუარი ინფორმაცია, რომელიცარ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ასევეუმნიშვნელოვანესია, ასეთი ინფორმაცია მიწოდებულ იქნეს არა ხელშეკრულების გაფორმებისშემდეგ, არამედ მანამდე და თავად ტურისტმა გადაწყვიტოს ინფორმაციის საფუძველზე უღირს თუარა ხელშეკრულების გაფორმება. სწორ და უტყუარ ინფორმაციაში დღევანდელი პირობებისგათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოგზაურობის მომწყობმა კომპანიამ ზუსტადიცოდეს სრულდება თუ არა ფრენები კონკრეტული მიმართულებით და ხომ არ არის გადადებული ანგაუქმებული. საინტერესოა როგორ ხდება ურთიერთობების დარეგულირება იმ შემთხვევაში, თუტურისტმა მიიღო ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, იმ მომენტში როდესაცმან იკითხა, მაგრამ გამგზავრების წინ შეიტყო, რომ აღარ სრულდება ფრენები და ტურისტულიპაკეტის თანხა გადახდილია სრულად? ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ მოგზაურობის მომწყობივალდებულია ტურისტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, თუ მისთვის ობიექტურიგარემოებების გათვალისწინებით ცნობილი იყო ფრენების გადადების შესახებ. წინააღმდეგშემთხვევაში, შესაძლოა ტურისტული პაკეტი და მომსახურება ჩათვალოს ხარვეზიანად და ტურისტსშეუძლია მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია უარითქვას ასეთი ხარვეზის გამოსწორებაზე, თუ ის მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ასეთშემთხვევაში ტურისტს შეუძლია თავად გამოასწოროს ხარვეზი და შემდეგ მოითხოვოს მისიანაზღაურება. ამ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოგზაურობისმომწყობი უარს აცხადებს ხარვეზის გამოსწორებაზე, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტისშემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას,მაგრამ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ უხარვეზოდ გაწეული მომსახურებისანაზღაურება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ სპეციალურად აიღეთ შვებულება სამსახურიდან და დააპირეთსამოგზაუროთ წასვლა, ხოლო აღნიშნული მოგზაურობა ჩაიშალა მოგზაურობის მომწყობის ხარვეზისგამო ან იმიტომ, რომ იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთშვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) ქვეპუქნტი, ტურისტს არაძლევს უფლებამოსილებას მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიმოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუხელშეკრულება წყდება დაუძლეველი ძალის გამო. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს ზიანისანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მოგზაურობის ვადისგასვლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადასშეადგენს 6 თვეს.

ასევე საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს ტურისტი, თუ საქართველოდან გაემგზავრა მაგრამდანიშნულების ადგილას ჩასვლის მომენტში კონკრეტულმა ქვეყანამ არ შეუშვა. ასეთ შემთხვევაშიაუცილებელია დადგინდეს მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა, თუ დადგინდა, რომ მისიბრალით არის გამოწვეული ყოველივე აღნიშნული, მნიშნველოვანია ხელშეკრულებაში იყოსშეთანხმება, უკან დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ ტურისტული კომპანიის ხარჯებით, მისიბრალეულობის შემთხვევაში. ხოლო ტურისტს შეუძლია ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისმოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ არ დადასტურდა მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა დაყოველივე აღნიშნული მოხდა კორონა ვირუსისგან გამომდინარე (დაუძლეველი ძალა) ასეთშემთხვევებში ტურისტი და ტურისტული კომპანია თანაბრად ინაწილებენ უკან დაბრუნებისხარჯებს. 

რაც შეეხება ინდივიდებს, რომლებმაც დამოუკიდებლად დაგეგმეს და მოიწყვეს მოგზაურობა,გამოყენებულ უნდა იქნეს თავად ავია კომპანიისა და იმ პლათფორმის რეგულაციები, რომლისმეშვეობითაც არის ბილეთი შეძენილი და სასტუმრო დაჯავშნილი. ამისათვის აუცილებელია,განხილულ იქნეს პირობითად booking.com და მისი მსგავსი საიტების ხელშეკრულებები და ასევეუშუალო კონტაქტის ქონა თავად იმ სასტუმროებთან, ჰოსტელებთან თუ გესთ ჰაუსებისმეპატრონეებთან, რომელიც ჰქონდა ტურისტს დაჯავშნილი.

ხანდაზმულობის ვადის დენა ფორსმაჟორულ სიტუაციებში

არსებობს სიტუაციები, როდესაც არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები გვაქვს,არამედ ვალდებულები ვართ პროცესუალური ნორმებიდან გამომდინარე ჩავეტიოთ საპროცესოკანონმდებლობაში მოცემულ ვადებში და ისე განვახორციელოთ იურიდიული მნიშვნელობის მქონექმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის გაშვება შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.დავესესხები უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ბატონ ზურაბ ძლიერიშვილს,რომელმაც იუმორისტულ ჭრილში თქვა: „არაფერი ეშველება მიცვალებულს და გაშვებულ ვადას“.შესაბამისად, უმჯობესია განვიხილოთ მოცემული საკითხი არსებულ რეალობაში და გავიგოთ რახდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვეწურება ხანდაზმულობის ვადა პირობითად სარჩელის შეტანის,თუმცა უძლურები ვართ და ვერ შეგვაქვს გავრცელებული ეპიდემიიდან გამომდინარე, შეზღუდულიგვაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, სასამართლოს კანცელარია არ მუშაობს დამოკლებული ვართ ყველანაირ საშუალებას.

მსგავსი სიტუაციებისთვის კანონმდებელმა გაითვალისწინა და საქართველოს სამოქალაქოკოდექსში შეიტანა 132-ე მუხლი სადაც მოცემულია, თუ რა შემთხვევებში ხდება ხანდაზმულობისვადის დენის შეჩერება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად სახელდება „აუცდენელი დაუძლეველი ძალა“ . რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად, როგორც ზემოთ განვიხილეთ, უნდა მოხდეს კონკრეტულიფაქტებიდან და ობიექტურად დაუძლეველი გარემოებებიდან გამომდინარე საკითხისურთიერთშეჯერება, შეფასება და შესწავლა. არსებობს რამდენიმე გამოსავალი ხანდაზმულობისვადის გაშვების თავიდან არიდების, თუმცა ესეც საჭიროებს ობიექტურ გამოკვლევას. კერძოდ:იურიდიული მოქმედებების განსახორციელებლად შესაძლებელია წარმომადგენლის დანიშვნა დამისი მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მაგალითისათვის, თუ პირი იმყოფება სავალდებულო კარანტინში და იქ ყოფნის განმავლობაშიეწურება სარჩელის შეტანის ვადა, ამისათვის მას შეუძლია დანიშნოს წარმომადგენელი და მისიმეშვეობით განახორციელოს იურიდიული ქმედება, ასევე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონა ვირუსის გავრცელებისთავიდან აცილების მიზნით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს მიეცესუფასოდ ელექტრონულად. პირი, რომელიც დადგენილ ვადაში არ შეიტანს სარჩელს იმ მიზეზით,რომ იგი იმყოფებოდა იძულებით კარანტინში და შეზღუდული ჰქონდა თავისუფლადგადაადგილების უფლება, ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია დაამტკიცოს წარმომადგენლისდანიშვნისა და სარჩელის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობის გამომრიცხველიგარემოებების არსებობა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმომადგენლისდანიშვნას საჭიროებს ნოტარიუსის ჩართულობა და საბედნიეროდ ტექნოლოგიების დახვეწისა დაელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების წყალობით, აღნიშნული მომსახურების გაწევაშესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშვნას იმსახურებს მიღწევა, რომელიც საშუალებასგვაძლევს სარჩელი წარვადგინოთ ელექტრონულად, თუმცა მის აუცილებელ პირობას წარმოადგენსელექტრონული ხელმოწერის არსებობა, ხოლო ამ უკანასკნელ პროცედურას ვერ შევასრულებთ, თუარ გვაქვს სპეციალური ID-ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და არ ვიცით პინ კოდი. ყოველივეამის, მტკიცების ტვირთი კი აკისრია თავად იმ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის იმყოფებაფორსმაჟორულ მდგომარეობაში.

 

გისურჯვებთ ჯანმრთელობას!

შალვა ბუავა

 
 

+995 032 2379300

info@cli.ge

  • Facebook

Chargeishvili Law Inn, Vazha Pshavela Avenue 46, Tbilisi, Georgia

 

© 2025 by Chargeishvili Law Inn

 

bottom of page