top of page

გაიგეთ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია

  • Writer: CLI
    CLI
  • May 30, 2020
  • 2 min read

ხშირად დასმული კითხვები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან და კომპენსაციებთანდაკავშირებით

 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლოგადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიანდასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

- აღნიშნული შეღავათის მიზანი:

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთშესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებსაუნაზღაურონ მათი ხელფასები;

- ვინ ერთიანდება დამსაქმებლის ცნების ქვეშ ?!

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებულიჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს დაამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

- კონკრეტულად ვინ ისარგებლებს შეღავათით ?

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები,  აღნიშნულიშეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

· ყველა სამინისტროს;

· სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორისსაჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ;

· მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათშორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);

· სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;

· სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის დამუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიურირესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოებისშვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;

· ეროვნულ ბანკს;

· ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;

- კონკრეტულად რა იგულისხმება აღნიშნულ საგადასახადო შეღავათში ?

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრისპერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

· საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრონაკლებია;

· ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არაღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილითანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

მაგალითად :

თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 900 ლარს, აღნიშნულ თანხასაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 150 ლარზე ანუ (30 ლარს)

- რა შემთვევაში გადაიხდიან დამქირავებლები სრულად საშემოსავლო გადასახადს ?!

დამსაქმებლები  სრულად გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს იმ დაქირავებულებზე, რომელთახელფასი კონკრეტულ თვეში იქნება 1500 ლარზე მეტი;

ამასთან, ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე.

მაგალითი:

- თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლოგადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამშემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდისნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადსგადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

- როდის წარადგენს საწარმო დეკლარაციას შეღავათის ფარგლებში?

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

შესაძლო კითხვები:

· ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

პასუხი: პირდაპირ არ ნიშნავს, ვინაიდან ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებელსა დადაქირავებულს შორის შეთანხმებით. ამ  შეღავათის მიზანია ხარჯები შეუმციროს საწარმოსექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, და შემდგომში  საწარმოს  გადასაწყვეტია გაზრდის ხელფასსთუ დაამატებს კადრებს იგივე ხელფასით.

 

- შესაძლო კითხვა: ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიც, დაქირავებით მუშაობს ორან მეტ საწარმოში?

პასუხი:  ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეულიდამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებულიხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

 შესაძლო კითხვა: აღნიშნული შეღავათის მიღებასთან ერთად, ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადოშეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ:სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვისგათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)

პასუხი: არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.


 
 

+995 032 2379300

info@cli.ge

  • Facebook

Chargeishvili Law Inn, Vazha Pshavela Avenue 46, Tbilisi, Georgia

 

© 2025 by Chargeishvili Law Inn

 

bottom of page