სამომხმარებლო ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების შეფასება
- CLI

- Jun 4, 2018
- 1 min read
აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო რადიო კომერსანტის ეთერში სამომხმარებლო ფასების ზრდის არსებული ტენდენციის გამომწვევი მიზეზებისა დასიტუაციის შესაფასებლად.
აკაკი ჩარგეიშვილმა აღნიშნა, რომ ციფრები და სტატისტიკა, რომლებიც ადასტურებენ ფასებისმზარდი ტრენდის არსებობას, ასახავს დღევანდელ მდგომარეობას, თუმცა მნიშნველოვანია ის მიზეზები და წარსულში განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც მიგვიყვანა ამმდგომარეობამდე. ელექტრო ენერგიის ფასის ზრდის დაწყებასთან ერთად წლების წინ ექსპერტებისმიერ აღინიშნა, რომ ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ფასების არა მყისიერ, თუმცა, სექტორულზრდას. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საჭიროა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება,რომელიც ტარდება საზღვარგარეთიდან შემოტანილი დანადგარებით, გარდა ამისა, დადგმული იქნა6 ქარის ელექტრო სადგური, რა საკვირველია, ამ დანადგარების შეძენა პირდაპირ კავშირშიადოლარის კურსთან. ლარის ინფლაციამ დოლართან მიმართებით გაზარდა ელექტროენერგეტიკისსექტორში გაწეული ხარჯების ოდენობა, რამაც მოახდინა გავლენა ფასების სექტორულ ზრდაზე დაშემდგომ ეს აისახა საბოლოო მომხმარებელზე, ვინაიდან ელექტრო ენერგიას იყენებენსაქართველოში არსებულ საწარმოებში იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის. მეწარმისთვისგაზრდილი ფასით მიწოდებულმა ელენერგიამ, ობიექტურად გააძვირა საბოლოო პროდუქციისღირებულება, როგორიცაა თუნდაც კვებითი რესურსები.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გაზის ტარიფი უფრო მაღალია კომერციულ სექტორში ვიდრეინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ბიზნესები, რომლებიც დიდი ოდენობით ბუნებრივ აირსმოიხმარენ თავიანთ წარმოებაში ასევე იძულებული არიან გაზარდონ საბოლოო პროდუქციის ფასი,რათა მოგება იყოს წარმოების ხარჯის პროპორციული.
ფასების ზრდის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ასევე საწვავზე არსებული აქციზის გადასახადი, რომელმაც მართალია ნამდვილად გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა ამავდროულადგაზარდა იმ საბოლოო პროდუქციის ფასი, რომლის საწარმოებლად საჭიროა საწვავი.
აკაკი ჩარგეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სამართლის კუთხითარსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, საუბრობენ ბევრს მათ აღმოფხვრაზე და არსებობსამის ენთუზიაზმიც, რეალური ქმედებები, რომლებიც ნამდვილად გადაჭრიდა არსებულ პრობლემებსსამწუხაროდ არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:


