top of page

კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების მიერ კომერციულ ბანკებთან და ბიზნესებთან გამართულ შეხვედრებზე.

  • Writer: CLI
    CLI
  • May 13, 2018
  • 1 min read

აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო გადაცემა ბიზნეს კოდშიაღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ კომერციულ ბანკებთან დაბიზნესებთან ბოლო დროს გამართული შეხვედრების ანალიზისა და საფრთხეების შესაფასებლად.ბატონმა აკაკიმ აღნიშნა, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ნიშანსწარმოადგენს სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარება. საქართველოში კომერციულ ბანკებთანდაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც პასუხისმგებელიაპარლამეტნის წანაშე, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შესაძლოა ჰქონდესსარეკომენდაციო ხასიათის ურთიერთობები, რაც გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ეროვნულბანკს ორგანული კანონით აქვს დიდი ავტონომია მინიჭებული კომერციულ ბანკებთან მიმართებით,შესაბამისად რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში სწორედ ეროვნული ბანკი უნდა ერეოდესსაკითხში. რაც შეეხება ბიზნესებს, აქაც არსებობს მთელი რიგი ინსტიტუციები და პლატფორმებიიმისთვის, რომ ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები იქნას განხილული. რა საკვირველია,ბიზნესისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების კარი უნდა იყოს ღია, თუმცა ეს ეხება შესაბამისორგანოებს, რომლებსაც აქვთ კანონით მინიჭებული კომპეტენცია. ასეთ პირობებში აღმასრულებლიხელისუფლების წევრების არაიერარქიული ჩარევა სხვა ორგანოების უფლებამოსილებასდაქვემდებარებულ საკითხებში ქმნის არასასურველ გარემოს მთელი ქვეყნისთვის, საინვესტიციოკლიმატისთვის და აჩენს კითხვებს საზოგადოებაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:


 
 

+995 032 2379300

info@cli.ge

  • Facebook

Chargeishvili Law Inn, Vazha Pshavela Avenue 46, Tbilisi, Georgia

 

© 2025 by Chargeishvili Law Inn

 

bottom of page