ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოკლე მიმოხილვა.
- CLI

- Mar 23, 2020
- 3 min read
კორონავირუსი სამართლებრივ ჩარჩოში.
მაშინ როცა საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ცდილობს მოთოკოს და ჩარჩოშიმოაქციოს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა - Covid19, მნიშვნელოვანია შეფასებამიეცეს მის სამართლებრივ ჩარჩოს და გაანალიზდეს რა შედეგებს იქონიებს იგი ბიზნესის დასაბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს დაუძლეველი ძალის ცნებას, რომელსაც ხშირადიურისტები ფორს-მაჟორს უწოდებენ. იგი შესაძლოა რიგ შემთხვევებში გახდეს ხანდაზმულობისვადის შეჩერების, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოშლის, ხელშეკრულებისშეწყვეტის თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი.
საერთაშორისო ინსტურმენტების თანახმად, ფორს მაჟორი არის:
ა) განსაკუთრებული ხასიათის დამაბრკოლებელი გარემოება
ბ) იგი არის მხარეთა კონტროლს მიღმა
გ) მისი წინასწარ გაჭვრეტა მხარეთათვის შეუძლებელია
დ) იგი შესრულებას ხდის ობიექტურად შეუძლებელს
საქართველოს სასამართლო პრაქტიკა განსაზღვრავს, რომ ფორს-მაჟორი ეს არის გარემოება,რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამასთან დაუძლეველი ძალის შეფასების დროსმნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რამდენად შეუძლებელიიყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზებისთავიდან აცილება. თუ კი არსებობს ასეთი გარემოებები, ხელშეკრულების მხარეს შეუძლიამოშალოს ხელშეკრულება ამისთვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაუცველად. 2020 წლის 30 იანვარს მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ Covid19-თან დაკავშირებით გამოაცხადასაერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა, ხოლო 2020 წლის 11 მარტს - პანდემია. ის, რომ მისი გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდება რომელიმესახელშეკრულებო ურთიერობის მხარეთა ძალისხმევით შეუძლებელი იქნებოდა, ეჭვს არ ბადებს.თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, დაუძლეველი ძალისარსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, იგი ავტომატურად არ წარმოადგენს ვალდებულებისშესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია Covid19-ისთქვენს ბიზნესზე გავლენის შეფასება კონკრეტულ შემთხვევის მიხედვით. ამასთან,გასათვალისწინებელია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ხელშეკრულების ტექსტში მოცემულფორმულირებას.
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი ითვალისწინებს, ხელშეკრულების დადებისგანმაპირობებელი გარემოებების ცვლილების შემთვევაში, მხარის მიერ ხელშეკრულების ამშეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნას. შესაბამისად, თუ კი Covid19 მნიშვნელოვნადამძიმებს თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თქვენ შესაძლოა, მოითხოვოთხელშკერულების პირობების გადახედვა. ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთამიერ მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმოებას.
უზენაესმა სასმართლომ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნა შესაძლოა საფუძვლიანადიქნეს მიჩნეული:
1. შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება;
2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ;
3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროსშესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებულიმხარის კონტროლის სფეროში;
4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკისდაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობამოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია;
5. ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილგარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
შრომითი ურთიერთობები
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააცნობიეროს მასზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობადა დასაქმებულთა ინტერესები. თუმცა, Covid19-მა ზოგი ბიზნესის ოპერირება სრულად შეაჩერა ანმნიშვნელოვნად დაამძიმა. რა შემთხვევაშიც, შესაძლოა კომპანიის დიდი სურვილის მიუხედავად,შეინარჩუნოს თანამშრომლები და ამ მძიმე სოციალურ სიტუაციაში უზრუნველყოს ისინიყოველთვიური ანაზღაურებით, ბიზნესი იძულებული გახდეს იფიქროს შრომითი ურთიერთობებისშეჩერება/შეწყვეტაზე.
შრომითი ურთიერობით შეჩერების შესაძლო გზას წარმოადგენს ანაზღაურებადი ანარაანაზღაურებადი შვებულება. დასაქმებულისთვის შრომის კოდექსით უზრუნველყოფილია 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო არაანაზღაურებადი - მინიმუმ 15 სამუშაო დღე,რაც შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს. რეკომენდირებულია შვებულების შესახებმხარეთა მოლაპარაკება, იმგვარად რომ გათვალისწინებული იყოს, როგორც დამსაქმებლის, ასევედასაქმებულის ინტერესები, რათა შემდგომში არ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.
შრომითი ხელშეკრულების შეჩერება, როგორც ბიზნესისთვის ასევე დასაქმებულისთვისწარმოადგენს უკეთეს ალტერნატივას, ვიდრე ხელშეკრულების
შეწყვეტა. რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში ერთი მხრივ დასაქმებული კარგავს სამსახურს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს მას კომპენსაცია თუ კი გათავისფულებისსაფუძველია ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
საპროცესო ურთიერთობები
მართალია, Covid19-მა, როგორც ფორმსაჟორულმა ძალამ, შესაძლოა შეაჩეროს ხანდაზმულობისვადის დინება, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაუძლეველი ძალა, როგორც ზემოთაღინიშნა, ავტომატურად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას და მსგავს დაკვაშირებულშედეგებს. არამედ აღნიშნული ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეის მდგომარეობითშესაძლებელია სარჩელის შეტანა ელექტრონულად, ელექტრონული სასამართლოს ვებ-გვერდზეშესაბამისი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, რაც შესაძლებელს ხდის სარჩელის შეტანასგამოცხადებული საგანაგებო მდგომარეობის პირობებშიც.
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენიიურიდიული ფირმა დისტანციურ რეჟიმში რჩება თქვენთვის ხელმისაწვდომი. კითხვების არსებობისშემთხვევაში დაგვიკავშირდით.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი
მომზადებულია ჩარგეიშვილის სადვოკატო დარბაზის ადვოკატის თამთა ჯღარკავას მიერ.


