top of page

აკაკი ჩარგეიშვილის კომენტარი კერძო კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით.

  • Writer: CLI
    CLI
  • Jul 11, 2019
  • 1 min read

ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის მმართველ პარტნიორს აკაკი ჩარგეიშვილს, როგორც ბიზნესსამართლის ექსპერტსა და ანალიტიკოსს,  ინტერვიუ ჩამოართვა ბიზნესპრესნიუსმა ქვეყანის კერძოკაპიტალის ბაზართან დაკავშირებით.

აკაკი ჩარაგეიშვილის განცხადებით უკვე წლებია საქართველოში ვერც ერთმა კერძო კაპიტალზედაფუძნებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა რეალურად ფეხი ვერ მოიკიდა, რამდენადაც ქვეყნისსაფინანსო სექტორში მხოლოდ ბანკები არიან განვითარებულები. რეალურად საქართველოსსაფონდო ბირჟაც (თბილისის საფონდო ბირჟა) თავისი ინფრასტრუქტურით არის ბანკების ხელში.მიუხედავად იმისა, რომ კერძო კაპიტალის ფონდებზე ქვეყანაში მოთხოვნა ნამდვილად არსებობსდა მას სერიოზული პერსპექტივაც გააჩნია.

ამასთან, აკაკი ჩარგეიშვილმა კერძო კაპიტალის საშუალებით განვითარების მაგალითად მოიყვანაისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Microsoft-ი, Bosch, Siemens და სხვა, რითაც ხაზი გაუსვა ამმიმართულებით აქტიური სამუშაოების დაწყების აუცილებლობას. აკაკი ჩარგეიშვილმა ყურადღებაგაამახცილა ბაზარზე მოქმედ „სინერჯი კაპიტალზე“, რომლის საქმიანობაც ანალიტიკოსებისდაკვირვების ობიექტია. თუკი „სინერჯი კაპიტალი“ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს და უფრო მეტადგანვითარდება, ეს იქნება მაგალითი ხელისუფლებისთვის, აჩვენოს ბანკებს, რომ კერძო კაპიტალისფონდებზე მოთხოვნა არსებობს. მან „სინერჯი კაპიტალის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა დააღნიშნა, რომ ორგანიზაციამ მმართველობითი მენეჯერული შესაძლებლობების გამოყენებით თავისსაქმიანობაში და ბაზარზეც საკუთარი ნიშა დაიკავა. „სამწუხაროდ, ამის მეტი საქართველოში კერძოკაპიტალის ფონდთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა,რომ ამ ბაზრის განვითარება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის, ბიზნესისთვის და რიგითიმოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ლინკი:

 

 
 

+995 032 2379300

info@cli.ge

  • Facebook

Chargeishvili Law Inn, Vazha Pshavela Avenue 46, Tbilisi, Georgia

 

© 2025 by Chargeishvili Law Inn

 

bottom of page