შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
- CLI

- Mar 24, 2015
- 1 min read
2015 წლის 24 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის”ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიშესატანი ცვლებების განხილვის მიზნით. ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის წევრები“საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი სხვა საადვოკატო ბიუროებისიურისტებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე 2014 წლის ოქტომბიდანმუშაობენ. ცვლილებების პროექტზე ადვოკატებს მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა თბილისისთავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა,ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, რორი ბაჰადურმა. სამოქალაქო საპროცესოკოდექსის ცვლილებების ინიციატივა მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით წამოიჭრა.შეთავაზებული ცვლილებების შედეგად პრაქტიკაში იქნება რეალიზებული პროცესისეკონომიკურობის პრინციპი. ამ მიზნით დაიხვეწა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის დაკითხვისდა ექსპერტის დანიშვნის წესები. შემოთავაზებულია აგრეთვე ამერიკის სამოქალაქო საპროცესოკოდექსზე მოდელირებული დროებითი და ძირითადი უზრუნველყოფის ღონისძიებების დანერგვა.ასოციაციის წევრების ინიციატივაა, რომ მხოლოდ ადვოკატს გააჩნეს უფლება წარმოადგინოსმხარის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში. გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა,როდესაც პირს სურს თავად ან ოჯახის წევრის საშუალებით იყოს დაცული მისი ინტერესებიპროცესზე. ადვოკატები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ თუ პროცესზე წარმოდგენილია მხარე დაადვოკატი, და მხარე ადასტურებს მის გვერდით მყოფი ადვოკატის წარმომადგენლობისუფლებამოსილებას, აღნიშნული საკმარისი უნდა იყოს მოსამართლისთვის, რომ დაადგინოს მხარისნება და შესაბამისი ადვოკატის უფლებამოსილება. ამდენად, არ უნდა იყოს საჭირომოსამართლისთვის დამატებით ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა.შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად ზუსტდება ადვოკატის ხარჯები, დაუსწრებელიგადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, საქმის წარმოების განახლების ნორმები; დაიხვეწებამედიაციის და მორიგების მარეგულირებელი მუხლები. ცვლილებების პაკეტის მოსამართლეებთანგანხილვა მნიშვნელოვანია, რათა გათვალისწინებულ იქნას მათი მოსაზრებები, შენიშვნები დაწინადადებები, რითაც ადვოკატების მიერ შემუშავებული ცვლილებები დაიხვეწება, როგორცარსობრივად ისე ფორმულირების თვასლაზრისით. იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებიგანაგრძობენ ცვლილებებზე მუშაობას და შემდგომ წარუდგენენ პროექტს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოსსაპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანიცვლილებების სამუშაო პროცესს მხარი დაუჭირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამამ“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტი (EWMI).


